ნორჩი მათემატიკოსები


სსიპ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მარაბდის საჯარო სკოლის I კლასის მათემატიკის წრე ,, ნორჩი მათემატიკოსები."
                                         
                                   2018-2019 სასწავლო წლის მეორე სემესტრიდან საწრეო მუშაობის                                             წარმართვა.

                                                                 
2019 წლის  25 იანვრიდან პირველი კლასის მოსწავლეებისათვის მუშაობას იწყებს მათემატიკის წრე: ,, ნორჩი მათემატიკოსები"
          ვისაც სურვილი აქვს უკეთ ისწავლოს მათემატიკა და ამოხსნას ლოგიკური და სახალისო ამოცანები მეორე სემესტრის 25 იანვრიდან ყოველ პარასკევს კვირაში 1 საათი გაკვეთილების შემდეგ ჩატარდება მეცადინეობა.
 
       მათემატიკის წრის სამუშაო პროგრამა და მოკლე დახასიათება.

       მიზანი: მათემატიკაში ნიჭიერი მოსწავლეების გამოვლენა მათი ცოდნისა და მათემატიკური აზროვნების გაღრმავება.
  •   მოსწავლეებში შემოქმედებითი უნარის წარმოჩენა. 
  •    საგნობრივ პროგრამაში მოცემული მათემატიკური ციფრების რიცხვების მოქმედებათა ნიშნების და მოქმედებების გაცნობა. 
  •  მათემატიკის გამოყენებით ცხოვრებისეული ამოცანების გადაჭრა
  •  გეომეტრიული ფიგურების გაცნობა და შესწავლა.  
                     მათემატიკის წრის დახასიათება: 
საწრეო მუშაობაში მოსწავლეების აქტიურ ჩართვას განაპირობებს სხვადასხვა სასწავლო სახალისო აქტივობების გამოყენება რომელიც აუმაღლებს მათ მათემატიკის სწავლისადმი ინტერესს. მოსწავლეები გაითავისებენ და მიხვდებიან რომ მათემატიკა მჭიდროდაა დაკავშირებული ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებასთან. 

       აქტუალურობა: მოსწავლეები ხშირად ვერ გებულობენ რაში სჭირდებათ მათემატიკა ან რაში გამოადგებათ მისი ცოდნა ცხოვრებაში. ჩვენი ვალია ისე ვაზიაროთ მათემატიკის საფუძვლებს მოსწავლეები კი არ შესძულდეთ ეს საგანი პირიქით აღეძერათ ინტერესი მათემატიკის მიმართ. 
    
                                              საწერეო მუშაობის პროგრამა და განრიგი
                                                  საგანი: მათემატიკა
                                                 2018-2019 სასწავლო წელი 
                                                 I კლასი მეორე სემესტრი 
                                              ( მეცადინეობა ტარდება კვირაში ერთხელ)
        წრის ხელმძღვანელი დაწყებითების პედაგოგი ნადეჟდა ჩომახაშვილი



N
თემა
აქტივობა
საათების რაოდენობა
თარიღი
1
ცოფრები და რიცხვები, შეკრებისა და გამოკლების თვისებები
ზოგადი მიმოხილვა პოზიტიური განწყობის შექმნა. შესწავლილი რიცხვების გამოყენებით მოსწავლეები შეადგენენ სავარჯიშოებს.
1 სთ
25:01
2
ოცამდე რიცხვები ათეულებისა და ერთეულების გამოყოფა. ათეულებზე ერთეულების მიმატება.
შესწავლილი რიცხვების დაკავშირება მათემატიკური რიცხვების საშუალებით
1სთ
1:02
3
ამოცანა. ამოცანაში პირობის გამოყოფა და კითხვის დასმა
ძირითადი საკითხისა და ქვესაკითხის გამოყოფა
1 სთ
8:02
4
ლოგიკურ ამოცანებზე მუშაობა
ლოგიკურ ამოცანებზე და სავარჯიშოებზე მუშაობა ინტელექტის აზროვნების და ყურადღების და მეხსიერების განვიარებისათვის
1 სთ
15:02
5
ლოგიკურ ამოცანებზე მუშაობა
ლოგიკურ ამოცანებზე და სავარჯიშოებზე მუშაობა ინტელექტის აზროვნების და ყურადღების და მეხსიერების განვიარებისათვის
1 სთ
22:02
6
მრავალკუთხედები
გეომეტრიული ფიგურების დახასიათება და კლასიფიკაცია შედარება მოდელების შექმნა
1 სთ
1:03
7
არითმეტიკული მოქმედებები რიცხვებზე შეკრება
სხვადახვა ხერხის გამოყენებით რიცხვების შეკრება
1 სთ
15:03
8
არითმეტიკული მოქმედებები რიცხვებზე გამოკლება
რიცხვების გამოკლება ათეულის გავლით
1 სთ
22:03
9
გეომეტრიული ფიგურები
თვალსაჩინოებით გეომეტრიული ფიგურების ნახვა და დაფაზე დახაზვა
1 სთ
29:03
10
არითმეტიკული მოქმედებები რიცხვებზე (შეკრება, გამოკლება)
სხვადასხვა ხერხის გამოყენებით რიცხვების შეკრება გამოკლება
1 სთ
5:04
11
ამოცანებზე მუშაობა
ით მეტი და ით ნაკლები
ძირითადი საკითხის და ქვესაკითხის გამოყოფა
1 სთ
12:04
12
ეროვნული ფული
მუშაობა ამოცანებზე თემასთან დაკავშირებით
1 სთ
19:04
13
ეროვნული ფული
კომბინირებული აზროვნების განვითარება
1 სთ
3:05
14
სახალისო ამოცანები
მუშაობა ამოცანებზე
1 სთ
10:05
15
არითმეტიკული მოქმედებები რიცხვებზე
პრაქტიკული მუშაობა
1 სთ
17:05
16
შეჯამება

1 სთ
24:05


        მათემატიკის წრის მოსწავლეთა სია.

1 .ანი აზარიაშვილი
2. ალია გუსეინოვა
3.  ბარბარე გულბანი
4.  ლიზი კახნიაშვილი
5.  ლიზი კვიციანი
6.  თემური ლიპარტელიანი
7.  ელენე მენთეშაშვილი
8.  თუნარ ხალილოვი

                                        25.  01.  2019წ.

    თემა:შეკრებისა და გამოკლების თვისებები.

    მიზანი:  შეკრების და გამოკლების კომპონენტების გაცნობა
   სასწავლო რესურსი: წიგნი, რვეული, კალამი, დაფა, ცარცი, ბუკი, სხვადასხვა საგნების
გროვები. სათამაშო ხის კუბები.

           
 მიღწეული შედეგი:  ჩავატარე საწრეო მუშაობა 20-ის ფარგლებში რიცხვების შეკრებასა და გამოკლებაზე.
    მოსწავლეებს გავამეორებინე რიცხვთა შედგენილობა 1-დან 20-მდე. გამოვაყოფინე ერთეულები ათეულებისაგან. მოსწავლეებმა  გააკეთეს სავარჯიშოები  ათეულზე გადასვლით შეკრებასა  და გამოკლებაზე. ასევე შეკრებისა და გამოკლების გამოყენებით იმუშავეს სახალისო ამოცანებზე.

                                           1. 02.   2019წ.

   თემა:  20- მდე რიცხვები. რიცხვებში ათეულებბის გამოყოფა.ათეულზე ერთეულის მიმატება.

  მიზანი: ათეულების და ერთეულების თანრიგების ციფრების მნიშვნელობის გაგება
 ათეულზე ერთეულის მიმატება.

  სასწავლო რესურსი: წიგნი, რვეული, კალამი, დაფა, ცარცი, სხვადასხვა საგნების გროვები, ჩხირები.

  მიღწეული შედეგი: მოსწავლეებს შეუძლიათ საგნების გროვიდან ათეულების გამოყოფით ოცამდე რიცხვების დასახელებათა გამეორება და ამ რიცხვების ჩაწერა. ორნიშნა რიცხვებში მარჯვნიდან პირველი ციფრი რომ ერთეულია და მეორე ათეული.
შეუძლიატ ათეულებზე ერთეულის მიმატება და მაგალითების ჩაწერა


                                      8.02. 2019წ.

  თემა:  ამოცანა. ამოცანაში პირობის გამოყოფა და კითხვის დასმა

   მიზანი:  ამოცანის შემადგენელი ნაწილების გამოყოფა  მოსწავლეებმა  გაიაზრონ რა არის ამოცანა, ამოცანის პირობა და კითხვა. ამოცანის სტრუქტურის ცოდნამ მოსწავლეს გაუადვილოს მისი ამოხსნის გზის ძიება.

  სასწავლო რესურსი:  საილუსტრაციო მასალა, მოცემული ამოცანის ტექსტის მიხედვით დახატული სურათები, ჩხირები ,  სათამაშო ხის კუბები, წიგნი, რვეული ბუკი, ცარცი, კალამი, დაფა.

  მიღწეული შედეგი:  მოსწავლეები გამოყოფენ ამოცანის შემადგენელ ელემენტებს:  პირობას, კითხვას, ამოხსნას, პასუხს. მოკლე ჩანაწერის  მიხედვით შესძლებენ ტექსტის  წაკითხვას და პოულობენ ამოხსნის გზებს.


                              15.02.  2019წ.

   თემა: ლოგიკურ ამოცანებზე მუშაობა

  მიზანი:  ლოგიკურ ამოცანებში პირობისა და კითხვის გამოყოფა, ჩამოყალიბება.ამოცანის ძირითად ნაწილებზე ყურადღების კონცენტრაცია. ლოგიკური ამოცანების ამოხსნა


  სასწავლო რესურსი:  საილუსტრაციო მასალა, წიგნი რვეული. კალამი, ფერადი ფანქრები, დაფა, ცარცი, ბუკი

 მიღწეული შედეგი: მოსწავლეებმა შინაარსთან დაკავშირებით გააქტიურეს წინარე ცოდნა და გამოცდილება.გაიხსენეს როგორ გამოყონ პირობა კითხვისაგან. ამოხსნეს რამდენიმე ლოგიკური ამოცანა.


                              22.02.  2019წ.

  თემა:  ლოგიკურ ამოცანებზე მუშაობა.

  მიზანი:  მოსწავლეებმა გაიმყარონ ცოდნა ამოცანების ამოხსნასთან დაკავშირებით.

  სასწავლო რესურსები: საილუსტრაციო მასალა, წიგნი რვეული კალამი თაბახის ფურცლები, დაფა, ცარცი, ბუკი.

  მიღწეული შედეგი:  მოსწავლეები ახდენენ  ამოცანის მოკლე ჩანაწერის გაკეთებას
  რის შემდეგაც შეუძლიათ მისი ამოხსნა.


                    1. 03. 2019წ.

  თემა: მრავალკუთხედები.

  მიზანი:  მოსწავლეებმა ისწავლონ ბრტყელი გეომეტრიული ფიგურები და განასხვავონ ერთმანეთისაგან.

  სასწავლო რესურსები:  საილუსტრაციო მასალა, ბუკი, ფერადი ფანქრები, თაბახის ფურცლები, წიგნი, რვეული, კალამი, დაფა, ცარცი,

  მიღწეული შედეგი: მოსწავლეები შესძლებენ დაფაზე დახაზონ გეომეტრიული ფიგურები. მათ იმუშავეს ჯგუფებში ფერადი ფურცლების გამოყენებით გამოჭრეს გეომეტრიული ფიგურები. ამ ფიგურების გამოყენებით ააწყვეს სხვადასხვა მოდელები.
მეცადინეობის დასასრულს მოაწყვეს საკუთარი ნამუშევრების გამოფენა.

                                15.  03.   2019წ.

  თემა:  არითმეტიკული  მოქმედებები რიცხვებზე. შეკრება.

  მიზანი:  სხვადასხვა ხერხით რიცხვების შეკრება  ,,წინ" 1-ის ბიჯით   და 10-ის გავლით შეკრების  შესრულება.

  სასწავლო რესურსები:  სხვადასხვა ნივთების გროვები, ჩხირები, სათამაშო კუბები, წიგნი რვეული კალამი, დაფა, ცარცი.

 მიღწეული შედეგი: მოსწავლეებს შეუძლიათ სხვადასხვა ხერხის გამოყეებით შეკრების შესრულება, კერძოდ 10-ს გავლით მიმატება.

 რიცხვითი ღერძის დახაზვა და 1-ის ბიჯით  მიმატება.


                               22.03.2019წ.

  თემა:  არითმეტიკული მოქმედებები  რიცხვებზე . გამოკლება.

  მიზანი:  სხვადასხვა ხერხით  რიცხვების გამოკლება, ,,უკან" 1-ის ბიჯით,  10-ის გავლით გამოკლების შესრულება.

  სასწავლო რესურსები: სხვადასხვა ნივთების გროვები, წიგნი, რვეული, კალამი, დაფა, ცარცი, ბუკი, თაბახის ფურცლები.

  მიღწეული შედეგი: მოსწავლეებს შეუძლიათ სხვადასხვა ხერხის გამოყენებით გამოკლების შესრულება, 10-ის გავლით, იყენებენ ურთიერთშებრუნებულობის გამოყენებას.



                           29. 03.2019წ.

  თემა:  გეომეტრიული  ფიგურები.

  მიზანი:  სხვადასხვა ბრტყელი გეომეტრიული ფიგურების გაცნობა, დახაზვა,დასახელება.

  სასწავლო რესურსები: თაბახის ფურცლები, დაფა, ცარცი. წიგნი, რვეული, კალამი , ფანქარი, თვალსაჩინოებები.

  მიღწეული შედეგი: მოსწავლეებმა  გეომეტრიული ფიგურების შესახებ ცოდნის გაფართოების მიზნით, თვალსაჩინოებაზე დაყრდნობით შეძლეს გეომეტრიული ფიგურების ამოცნობა და კლასიფიკაცია.





                     5. 04. 2019წ.

  თემა:  არითმეტიკული მოქმედებები რიცხვებზე (შეკრება გამოკლება).

 მიზანი: რიცხვის მიმატების და გამოკლების სხვადასხვა ხერხის გამოყენების უნარის განვითარება. 1-ის ბიჯით წინ და უკან თვლის გამოყენება.რიცხვითი ღერძის გამოყენება.

 სასწავლო რესურსები: სხვადასხვა საგნების გროვები, წიგნი რვეული, კალამი, ფანქარი, სახაზავი, დაფა, ცარცი, ბუკი.

  მიღწეული შედეგი:მოსწავლეებს შეუძლიათ სხვადასხვა ხერხის გამოყენებით შეკრება გამოკლების შესრულება.რიცხვითი ღერძის გამოყენებით დამოუკიდებლად ამოხსნეს მაგალითები და ამოცანები, გააკეთეს პრეზენტაცია.




               12.04.2019წ.

   თემა: ამოცანებზე მუშაობა ტერმინების  -ით მეტი  და -ით ნაკლების გამოყენება.

  მიზანი: მოსწავლეებმა ისწავლონ ტერმინების მნიშვნელობა და გამოიყენონ ამოცანების ამოხსნისას.

  სასწავლო რესურსი:  წიგნი, რვეული, კალამი, ფანქარი, დაფა, ცარცი, თაბახის ფურცლები  ბუკი.


   მიღწეული შედეგი:  მოსწავლეებმა ისწავლეს ამ ტერმინების გამოყენებით ამოცანების
ამოხსნა  მოკლე ჩანაწერის გაკეთება იმუშავეს ჯგუფებში.



                       19.04.2019წ.

  თემა:ეროვნული ფული.

  მიზანი: მოსწავლეები გაეცნობიან ქართული ფულის კუპიურებს და მონეტებს, მათი საშუალებით გაეცნობიან გარკვეული თანხის შეგროვების წესებს.

  სასწავლო რესურსი:  ქაღალდის კუპიურები და მონეტები, წიგნი, რვეული, კალამი,წებო, ფანქარი,დაფა, ცარცი.

      მიღწეული შედეგი:  მოსწავლეებმა შესძლეს ნახატი კუპიურების დაშლა  დახურდავება  20 თეთრიან, 10 თეთრიან  და 5 თეთრიან მონეტებად. ასეთი მუშაობით მოსწავლეებს უვითარდებათ სინჯვის მეთოდის გამოყენების უნარი.


                              3.05.2019წ.

  თემა:ეროვნული ფული.

 მიზანი:მოსწავლეები გაეცნობიან ქართული ფულის კუპიურებს და მონეტებს. მათი საშუალებით ამოხსნიან ამოცანებს.

 სასწავლო რესურსი: ქაღალდის კუპიურები და მონეტები,თვალსაჩინო მასალა,დაფა,ცარცი,  წებო,კალამი,ფანქარი, ბუკი.


მიღწეული შედეგი: მოსწავლეებმა  ამოხსნეს ამოცანები ეროვნული კუპიურების გამოყენებით იმუშავეს ჯგუფებში.


                      10.05.2019წ.

   თემა:  არითმეტიკული მოქმედებები რიცხვებზე.

  მიზანი: რიცხვების გამოსახვა 20-ის ფარგლებში. სხვადასხვა ხერხის გამოყენებით რიცხვების შეკრება გამოკლება, ზეპირი ანგარიში.

სასწავლო რესურსი:  საგანთა გროვები, წიგნი, რვეული, კალამი, ფანქარი, სახაზავი, სათამაშო კუბები, დაფა, ცარცი, ბუკი.

  მიღწეული შედეგი:  მოსწავლეებმა განვლილი მასალის გამეორებითა და მასზე დაყრდნობით იმუშავეს რიცხვების შეკრებასა და გამოკლებაზე, რიცხვითი სხივის გამოყენებით შეასრულეს რიცხვებზე მოქმედებები ათეულის გავლით. იმსჯელეს რომ შესაკრებთა გადაადგილებით ჯამი არ იცვლება. ისინი ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს, ზეპირი ანგარიშით, 10-ის გავლით მიმატებასა და გამოკლებაში.


                                                  17.05 .2019წ.

  თემა: სახალისო ამოცანები. მუშაობა ამოცანებზე.

მიზანი: სახალისო ამოცანების ამოხსნა. პირობისა და კითხვის გარჩევა.

  სასწავლო რესურსები: სხვადასხვა თვალსაჩინოებები, წიგნი რვეული კალამი, ფანქარი, თაბახის ფურცლები, დაფა, ცარცი,ბუკი.

მიღწეული შედეგი:   მოსწავლეებმა მსჯელობით ამოხსნეს სახალისო ამოცანები. შემდეგ მოაწყვეს ვიქტორინა სადაც წამყვანი იყო მასწავლებელი, მოსწავლეები დაყოფილი იყვნენ ჯგუფებად თვითეულ ჯგუფს ჰყავს ლიდერი რომელიც გააკეთებს პრეზენტაციას. ასეთი მუშაობით მოსწავლეებს აუმაღლდებათ მოტივაცია, მიეცემათ გამბედაობა, და თავისუფლად აზრის გამოთქმის საშვალება.



                       24.05.2019წ.

თემა: შეჯამება.


 მიზანი:  გავლილი მასალის გამეორება.

სასწავლო რესურსი:  დაფა,ცარცი. რვეული, კალამი.


მიღწეული შედეგი:  მოსწავლეებმა იმუშავეს განვლილი მასალის გამეორებაზე . ამოხსნეს მაგალითები და ამოცანები. მუშაობაში ჩართული იყო ყველა მოსწავლე. ვფიქრობ რომ წრის მუშაობა საკმაოდ ეფექტურად წარიმართა მე-2 სემესტრის მანძილზე.







    საწრეო მუშაობის რეფლექსია 1 კლასში. საგანი მათემატიკა.

2018-2019 სასწავლო წლის დასაწყისში პირველ კლასელებზე დაკვირვებით მივხვდი, რომ მათთვის საჭირო იყო დამატებითი გაკვეთილების ჩატარება.რადგან ბავშვები ახლად ეცნობიან ამ მეცნიერებას და ხშირად დაუძლევლობის განცდა ეუფლებათ. მშობლებისა და მოსწავლეების ინტერესების გათვალისწინებით გადავწყვიტე შემექმნა მათემატიკის წრე  ,,ნორჩი მათემატიკოსები" პირველ კლასელთათვის,სადაც  მოსწავლეებს დამატებით ექნებოდათ შესაძლებლობა ემუშავათ.
  თითოეული წრის მეცადინეობის თემა გავწერე  მოსწავლეების საჭიროებიდან გამომდინარე, საწრეო მუშაობის შექმნის შესახებ  ვესაუბრე , როგორც ბავშვებს ასევე მშობლებს. გავაცანი საწრეო მუშაობის პროგრამა, მეცადინეობის ხანგრძლივობა (კვირაში ერთი დღე პარასკევი, გაკვეთილების შემდეგ 1 საათი )

  საწრეო მუშაობაში ჩაერთო პირველი კლასის 8 მოსწავლე.

  პირველ მეცადინეობაზე ჩავატარე მინი ლექცია სადაც მოსწავლეებს გავაცანი წრის მიზანი და მათემატიკის მნიშვნელობა ცხოვრებაში, ვიმუშავეთ რიცხვების რიცხვების შეკრება გამოკლებაზე 20-ის ფარგლებში,გავამეორებინე რიცხვთა შედგენილობა 1-დან 20-მდე. გამოვაყოფინე ერთეულები ათეულებისაგან, მათ გააკეთეს მაგალითები ათეულზე გადასვლთ შეკრება გამოკლებაზე,ასევე შეკრება გამოკლების გამოყენებით იმუშავეს სახალისო ამოცანებზე.
    შემდეგ მეცადინეობებზე ვიმუშავეთ ამოცანების ამოხსნაზე. ამოცანაში პირობის გამოყოფასა და კითხვის დასმაზე.რამოდენიმე საათი დავუთმეთ ამოცანებს რათა მოსწავლეებს უკეთ გაეგოთ მისი ძირითადი არსი.
    ორი მეცადინეობა დავუთმე გეომეტრიულ ფიგურებს და მრავაკკუთხედებს . თვალსაჩინოების გამოყენებით და ჩვენებით  მოსწავლეებმა მოახდინეს დაკვირვება გეომეტრიულ ფიგურებზე, ვისაუბრეთ სამკუთხედის ოთხკუთხედის თვისებებზე , მათ
 მსგავსებასა და განსხვავებაზე. ასევე ვისაუბრეთ და აზრი გამოთქვეს ამ ფიგურების  მნიშვნელობაზე და ცხოვრებაში მათ გამოყენებაზე,
     მოსწავლეებმა იმუშავეს ჯგუფებში.  ფერადი ფურცლების გამოყენებით გამოჭრეს გეომეტრიული ფიგურები, ამ ფიგურების გამოყენებით ააწყვეს სხვადასხვა მოდელები . მოსწავლეებმა მოახდინეს გამოჭრილი ფიგურების კლასიფიკაცია, შეადარეს ფიგურები ერთმანეთს მეცადინეობის დასასრულს მოაწყვეს საკუთარი ნამუშევრების გამოფენა.ამით მოსწავლეებს განუვითარდათ წარმოსახვის ვიზუალიზაციისა და კლასიფიკაციის უნარი.




    წრის მომდევნო მეცადინოებები დაეთმო არითმეტიკულ მოქმედებებს 1-დან 20-მდე რიცხვების შეკრება გამოკლების სხვადასხვა ხერხს,იმუშავეს ჯგუფებში, გამოიყენეს რიცხვითი წრფე , შეძლეს ერთის ბიჯით რიცხვების შეკრება გამოკლება. შემდეგ კი გააკეთეს თავიანთი ნამუშევრების პრეზენტაცია
    საკმაოდ სახალისო იყო მეცადინეობა სადაც მოსწავლეები გაეცნენ ეროვნულ ფულს. ქართული ფულის კუპიურებს და მონეტებს. მათი საშუალებით გაეცნენ გარკვეული თანხის შეგროვების წესებს.
   მოსწავლეებმა ამოხსნეს ამოცანები ეროვნული კუპიურების გამოყენებით. ასევე იმუშავეს ჯგუფებში  სადაც მოსწავლეებმა დარიგებული ნახატი კუპიურები დაშალეს  20 თეთრიან , 10 თეთრიან და5 თეთრიან მონეტებად, ასეთი მუშაობით მოსწავლეებს უვითარდებათ კომბინაციური აზროვნება და სინჯვის მეთოდის გამოყენების უნარი .
   წრის მეცადინეობის ბოლო დღეს მოვახდინე შეჯამება ყველა იმ მასალის რაც გავიარეთ საწრეო მუშაობის პერიოდში. გაკვეთილზე დასმული იყო შეკითხვები სადაც ყურადღებით ვაკვირდებოდი  თითოეულ მოსწავლეს, მუშაობაში ჩართული  იყო ყველა მოსწავლე მათ ამოხსნეს ამოცანები და მაგალითები
   ვფიქრობ წრის მუშაობა საკმაოდ  ეფექტური და ნაყოფიერი იყო. მოსწავლეები გააქტიურდნენ დაძლიეს შიში, რომ ვერ შესძლებდნენ ლოგიკური და  სააზროვნო ამოცანების ამოხსნას. ჩემი აზრით ვფიქრობ მეტი დრო უნდა დამეთმო გეომეტრიული მასალისათვის უკეთესი იქნებოდა.


                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                           

               


                                                                       

                                                                                                                                   

Comments

Popular posts from this blog